Friday, March 19, 2010

ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემები


საცდელი პროექტი: ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემები


პროექტის სახელი: ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემები


პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ეკოსისტემაში არსებული პრობლემების დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეები ადგილზე შეისწავლიან სხვადასხვა ეკოსისტემებ, მოახდენენ მათ აღწერას.


პროექტის სრული აღწერა:

გასვლა ქალაქგარეთ _ ექსკურსია ტყის, ტბის ეკოსისტემების ნახვა, ზოოპარკში აკვარიუმების დათვალიერება. მოსწავლეებმა მოახდინონ ეკოსისტემების სტრუქტურის აღწერა, გამოიკვლიონ მისი ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა. მოიპოვონ მასალა, გადაიღონ სურათები, დაასაბუთონ ეკოსისტემის მდგრადობის გამომწვევ ფაქტორები და არის თუ არა ეკოსისტემაში ადამიანის უხეში ჩარევის ფაქტები. ინფორმაცია შეაჯერონ და დაალაგონ ტექსტის სტრუქტურის შესადგენად, გააკეთონ თითოეული ეკოსისტემის აღწერის მიხედვით პლაკატი, ფოტოალბომი, ნახატი, ცხრილი, რომლის მიხედვითაც შეადგენენ დიაგრამებს.

მოსწავლეთა ასაკი: VII- VIII კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 10.04.2010 _ 10.04.2011

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ეკოსისტემების დათვალიერების შემდეგ, აგრეთვე ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მიღებული მასალის საფუძველზე პრეზენტაციის მომზადება, სადაც გამოიყენებული იქნება როგორც ტექსტურ ასევე გრაფიკული მასალა, გაიმართება დისკუსიები. პროგრამა VUE- საშუალებით წარმოადგენილი იქნება თითოეული ეკოსისტემის სქემა პროგრამა Powerpoint-Pის საშუალებით აიწყობა პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: ნაცნობ გარემოში გამოყოფს ეკოსისტემებს, დაახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებული კავშირებს. მოსწავლეები თავად შექმნიან ბლოგებს, სადაც გამოაქვეყნებენ მასალას და თავიანთი კვლევის შედეგებს, მათ გათავისებული ექნებათ ეკოსისტემების მნიშვნელობა ადამიანებისათვის, ექნებათ ინფორმაცია მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი უნიკალური ჯიშების შესახებ და ჩამოაყალიბებს თავის მოსაზრებას ეკოსისტემაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ, მოსწავლეები აგრეთვე გაიუმჯობესებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

სარგებელი სხვებისათვის: გაეცნონ საქართველოს ეკოსისტემებს ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე და თვითონაც იზრუნონ ეკოსისტემების შენარჩუნებაზე.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორი:დარეჯან ფოჩხიძე, ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: dajidaji1433@gmail.com

პროექტის Web-გვერდი/ბლოგი: http://dajidaji1433.blogspot.com/



Sunday, March 14, 2010

ჩემს შესახებ


მე ვარ დარეჯან ფოჩხიძე, ვმუშაობ მე–12 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად.